ეს წესები არეგულირებს Drola-ს (drola.ge) გამოყენებას. Drola არის ონლაინ ჩაწერის და ბიზნესის მართვის სისტემა სილამაზის სალონებისთვის, ბარბერშოპებისთვის, კოსმეტოლოგიისთვის, ტატუ სტუდიებისთვის, გრუმინგ სალონებისთვის, მასაჟისა და სპა ცენტრებისთვის, ასევე საჯარო გვერდი, სადაც კლიენტები პოულობენ ობიექტებს და ონლაინ იწერებიან. სისტემის გამოყენებით ან ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ამ წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
1. მომსახურების მიმწოდებელი
შპს სმარტპრო ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი 402336307, მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, კოსმონავტების სანაპირო N91. კონტაქტი: contact@drola.ge, +995 505 55 65 65. შემდგომში — „ჩვენ“ ან „Drola“.
2. ტერმინები
ბიზნესი — იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც Drola-ში არეგისტრირებს ანგარიშს თავისი ობიექტის სამართავად. მფლობელი — ბიზნესის ანგარიშის შემქმნელი. თანამშრომელი — პირი, რომელსაც მფლობელი აძლევს წვდომას. კლიენტი — პირი, რომელიც ბიზნესის მომსახურებით სარგებლობს ან ონლაინ იწერება.
3. ანგარიში და უსაფრთხოება
რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი და განახლებული. მფლობელი პასუხისმგებელია ანგარიშის პაროლის დაცვაზე და თანამშრომლებისთვის მიცემულ წვდომაზე. თუ ეჭვი გაქვთ, რომ ანგარიშზე სხვამ მოიპოვა წვდომა, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი და შეგვატყობინეთ.
საჯარო ჩამონათვალში ბიზნესი ჩანს მხოლოდ ვერიფიკაციის შემდეგ (რეესტრის ამონაწერი და ობიექტის ფოტოები). ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ვერიფიკაციაზე, თუ მონაცემები არ დასტურდება.
4. უფასო პერიოდი, ტარიფები და გადახდა
ახალ ბიზნესს აქვს 30 დღე უფასოდ, ბარათის მითითების გარეშე. შემდეგ მოქმედებს არჩეული ტარიფი, რომლის ფასი ჩანს გვერდზე „ფასები“. თვიური თანხა ითვლება სისტემაში დამატებული მომხმარებლების მიხედვით, მფლობელის ჩათვლით. ფასები მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.
ინვოისი გამოიწერება ყოველი თვის დასაწყისში და იგზავნება მფლობელის ელფოსტაზე. გადახდის ვადაა ინვოისის გამოწერიდან 10 დღე. ვადის გადაცილების შემთხვევაში შეგვიძლია შევზღუდოთ წვდომა გადახდამდე; მონაცემები ამ დროს არ იშლება.
ყველა ტარიფში შედის SMS-ის თვიური ლიმიტი. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია დამატებითი პაკეტის შეძენა. გამოუყენებელი თვიური ლიმიტი შემდეგ თვეზე არ გადადის, ხოლო შეძენილი პაკეტი არ იწურება.
5. ბიზნესის ვალდებულებები კლიენტების მონაცემებზე
კლიენტების მონაცემებს, რომლებსაც ბიზნესი Drola-ში შეიტანს (სახელი, ტელეფონი, ვიზიტების ისტორია, შენიშვნები, ფოტოები), ამუშავებს თავად ბიზნესი, როგორც დამმუშავებელი; Drola ამ მონაცემებს ინახავს და ამუშავებს მხოლოდ ბიზნესის დავალებით, როგორც უფლებამოსილი პირი.
ბიზნესი ვალდებულია: ჰქონდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (უკუჩვენებები, ალერგიები, სამედიცინო შენიშვნები) შეიტანოს მხოლოდ კლიენტის წერილობითი თანხმობით; სარეკლამო შეტყობინება (მაგალითად, დაბადების დღის შეთავაზება ან დაკარგული კლიენტის დაბრუნება) გაუგზავნოს მხოლოდ იმ კლიენტს, ვინც ამაზე თანხმობა მისცა; კლიენტის მოთხოვნისას გაასწოროს ან წაშალოს მისი მონაცემები.
6. დაუშვებელი გამოყენება
აკრძალულია: სპამის ან თაღლითური შეტყობინებების გაგზავნა; სხვისი მონაცემების უკანონოდ შეგროვება; სისტემის უსაფრთხოების გვერდის ავლის, შეღწევის ან გადატვირთვის მცდელობა; ყალბი ბიზნესის ან ყალბი შეფასებების შექმნა; კანონსაწინააღმდეგო მომსახურების რეკლამირება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ანგარიშის შეჩერება ან დახურვა.
7. ონლაინ ჩაწერა და შეფასებები
ჩაწერისას მომსახურებას აწვდის ბიზნესი და არა Drola. მომსახურების ხარისხზე, ფასზე, ავანსზე და გაუქმების პირობებზე პასუხისმგებელია ბიზნესი. შეფასების დატოვება შეუძლია მხოლოდ კლიენტს, რომელმაც ვიზიტი შეასრულა, ერთჯერადი ბმულით. შეურაცხმყოფელი ან ცრუ შეფასება შეიძლება წაიშალოს.
8. მონაცემების საკუთრება, ექსპორტი და წაშლა
ბიზნესის მიერ შეტანილი მონაცემები ეკუთვნის ბიზნესს. ანგარიშის დახურვისას მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მონაცემების ასლი. დახურვიდან 30 დღის შემდეგ მონაცემები იშლება, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვასაც კანონი გვავალდებულებს (მაგალითად, ინვოისები და საბუღალტრო დოკუმენტები).
9. ხელმისაწვდომობა და ცვლილებები
ვცდილობთ, სისტემა მუშაობდეს შეუფერხებლად, თუმცა ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ის ყოველთვის უწყვეტად იმუშავებს. გეგმიური სამუშაოების შესახებ წინასწარ გაცნობებთ. სისტემის ფუნქციები შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კანონით დაშვებულ ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც ბიზნესმა გადაიხადა ზიანის გამომწვევ მოვლენამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ირიბ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე ან მესამე მხარის მომსახურების (მაგალითად, SMS-ის ან ელფოსტის მიმწოდებლის) შეფერხებაზე.
11. წესების ცვლილება
წესები შეიძლება შეიცვალოს. არსებით ცვლილებებს მფლობელს ელფოსტით ვაცნობებთ ძალაში შესვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე. ცვლილების შემდეგ სისტემის გამოყენება ნიშნავს ახალ წესებზე თანხმობას.
12. მოქმედი კანონი და დავები
ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავის შემთხვევაში ჯერ ვცდილობთ მოლაპარაკებით გადაწყვეტას; შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.