30 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე

სალონის მართვა
ერთ ეკრანზე

ჩაწერა, კლიენტები, სალარო, ხელფასი, ტაბელი და ქართული ბუღალტერია. სილამაზის სალონების, ბარბერშოპების, კოსმეტოლოგიის, ტატუ, გრუმინგ, მასაჟისა და სპა ცენტრებისთვის.

დემო რეგისტრაციის გარეშე იხსნება, სანიმუშო მონაცემებით.

დღევანდელი ჩაწერებიპარასკევი
10:00სრული გრუმინგითამუნა
11:30მანიკიურინინო
13:00კონსულტაციაანა
15:15ჯგუფური ვარჯიშიგიორგი
ვიზიტი
ჩაწერილია
შეხსენება
გაიგზავნა
ქვითარი
დაიბეჭდა
სილამაზის სალონიბარბერშოპიკოსმეტოლოგიური კაბინეტიტატუ სალონიგრუმინგ სალონიმასაჟისა და სპა სალონი

ყველაფერი, რაც სალონს ყოველდღე სჭირდება

რვეულის, ექსელის და ცალკე პროგრამების ნაცვლად ერთი სისტემა, ქართულად და ქართული წესებით.

კალენდარი და ჩაწერა

დღის და კვირის ხედი, ყველა სპეციალისტი ერთ ეკრანზე. ორმაგი ჩაწერა გამორიცხულია.

ონლაინ ჯავშანი

კლიენტი თავისუფალ დროს თავად ირჩევს თქვენს გვერდზე, დღისით თუ ღამით.

შეხსენებები

ვიზიტამდე შეტყობინება კლიენტს — ნაკლები გაცდენილი ვიზიტი.

გადახდები და ქვითარი

მომსახურება, პროდუქცია და აბონემენტი ერთ ქვითარზე, ნაღდით, ბარათით ან გადმორიცხვით.

ხელფასი თითოეულზე

ერთს 40 პროცენტი, მეორეს 50 პროცენტი, მესამეს დღიური ანაზღაურება ტაბელით. სხვისი ანაზღაურება არავის უჩანს.

ტაბელი

მოსვლა და წასვლა PIN კოდით, ბარათით ან კარის საკეტით. სამუშაო საათები თავისით ითვლება.

ქართული ბუღალტერია

საშემოსავლო, საპენსიო და მცირე ბიზნესის გადასახადი საქართველოს წესებით.

კლიენტების ბაზა

ისტორია, შენიშვნები, დაბადების დღე, ცხოველები გრუმინგისთვის — ყველაფერი ერთ ბარათზე.

როგორ დავიწყოთ

  1. 1

    დარეგისტრირდით

    ორ წუთში: ბიზნესის სახელი, ტიპი და ელფოსტა.

  2. 2

    შეავსეთ მომსახურება

    ფასების ნიმუშები უკვე ჩაწერილია თქვენი ბიზნესის ტიპისთვის. შეცვალეთ და დაამატეთ თანამშრომლები.

  3. 3

    დაიწყეთ ჩაწერა

    გაუზიარეთ ონლაინ ჯავშნის ბმული კლიენტებს და მართეთ დღე ერთი ეკრანიდან.

რეგისტრაცია — 30 დღე უფასოდ

მარტივი ფასი

ფასი ერთ თანამშრომელზე, თვეში. დამატებული ღირებულების გადასახადი შედის. გადახდა იწყება ბიზნესის ვერიფიკაციის შემდეგ.

საბაზისო

ჩანაწერები და კლიენტები ერთ ადგილას

6₾თანამშრომელზე, თვეში

გადასახადის გარეშე 5.08 ₾

შედის:

  • კალენდარი: დღე და კვირა, სამუშაო საათები
  • კლიენტების ბაზა და ისტორია, რეჟიმის ველები
  • მომსახურება და ფასები
  • გადახდები: ნაღდი და ბარათი, ჩეკი
  • დღის შემოსავლის მარტივი ანგარიში
  • ავტომატური შეტყობინებები: ჩაწერის დადასტურება, შეხსენება ვიზიტამდე, შეფასების თხოვნა
  • SMS თვეში: საბაზისო — 100, სტანდარტი — 200, სრული — 500
არჩევა
ყველაზე პოპულარული

სტანდარტი

ონლაინ ჯავშანი, შეხსენებები და ხელფასი

11₾თანამშრომელზე, თვეში

გადასახადის გარეშე 9.32 ₾

ყველაფერი წინა ტარიფიდან, პლუს:

  • ონლაინ ჯავშნის გვერდი (საკუთარი ბმული, Instagram, Facebook)
  • ავტომატური შეტყობინებები: ხელახალი ჩაწერა, დაბადების დღე, დაკარგული კლიენტის დაბრუნება
  • საკუთარი შეტყობინების სქემა: სტანდარტში — 1, სრულში — 5
  • სეანსების პაკეტები (მაგალითად 5 ან 10 ვიზიტი ფასდაკლებით)
  • პროდუქცია და საწყობი
  • ხელფასი პროცენტით თითოეულ სპეციალისტზე
  • როლები: მფლობელი, ადმინისტრატორი, სპეციალისტი
  • ტაბელი კიოსკით (კოდით)
  • სრული ანგარიშები
არჩევა

სრული

ბუღალტერია, ტაბელი, გადახდები და მორგება

18₾თანამშრომელზე, თვეში

გადასახადის გარეშე 15.25 ₾

ყველაფერი წინა ტარიფიდან, პლუს:

  • ქართული ბუღალტერია: გადასახადები, ვადები, ზღვრების კონტროლი
  • ანაზღაურების ყველა სქემა: დღიური ტაბელით, ფიქსირებული, შერეული
  • კარის საკეტის ან ბარათის წამკითხველის მიერთება ტაბელთან
  • ონლაინ გადახდა და ავანსი (საქართველოს ბანკი, თიბისი, Keepz)
  • შეტყობინებებზე სრული წვდომა: SMS-ის ხელით გაგზავნა პლატფორმიდან
  • რამდენიმე ფილიალი
  • უფასო მორგება თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებზე
არჩევა
  • 30 დღე უფასოდ სრულ პაკეტზე, ბარათის მითითების გარეშე
  • მონაცემების გადმოტანა (კლიენტები, მომსახურება, ფასები) — ყველა ტარიფზე უფასოდ
  • მორგება კონკრეტულ მოთხოვნებზე — მხოლოდ სრულ პაკეტზე
  • საკომისიო არ არის ჯავშანზე, ახალ კლიენტზე და გადახდაზე
  • გადახდა იწყება ბიზნესის ვერიფიკაციის და რუკაზე გამოჩენის შემდეგ
  • წლიური გადახდისას — 12 თვე 10-ის ფასად

ხშირი კითხვები

რამდენი ღირს?

ფასი თანამშრომელზე ითვლება: 6, 11 ან 18 ლარი თვეში, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მფლობელიც ითვლება. გადახდა იწყება ბიზნესის ვერიფიკაციის და რუკაზე გამოჩენის შემდეგ.

უფასო პერიოდში ბარათი მჭირდება?

არა. 30 დღე სრულად უფასოა და ბარათის მონაცემებს არ ვითხოვთ.

ჩემი მონაცემები სად ინახება?

დაცულ ღრუბლოვან ბაზაში. თითოეული ბიზნესის მონაცემებს ხედავს მხოლოდ ამ ბიზნესის გუნდი, ანაზღაურებას კი მხოლოდ მფლობელი.

ტელეფონზე მუშაობს?

დიახ, ტელეფონზე, პლანშეტზე და კომპიუტერზე, ბრაუზერიდან. დაყენება არ სჭირდება.

შეიძლება ძველი ბაზის გადმოტანა?

დიახ, კლიენტებს, მომსახურებას და ფასებს უფასოდ გადმოგიტანთ ყველა ტარიფზე.

ჩემს საჭიროებაზე მორგება შეიძლება?

დიახ, სრულ ტარიფზე სისტემას თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებზე უფასოდ ვარგებთ.

სცადეთ 30 დღე უფასოდ

რეგისტრაციას ორი წუთი სჭირდება.